საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი სეთურიძე დაინიშნა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი სეთურიძე დაინიშნა
18 აპრ, 2016 00:00:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის  ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი სეთურიძე დაინიშნა.

გიორგი სეთურიძე 2016 წლის მარტიდან დღემდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი გახლდათ. 2015-2016 წლებში მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მრჩევლად ინფრასტრუქტურული პროექტების განხრით, 2011-2015 წლებში   კამარა თრეიდინგ კორპორეიშენის (აშშ) გენერალურ დირექტორად. აქვს  ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.  

გიორგი სეთურიძე 1969 წლის 10 იანვარს დაიბადა.  დამთავრებული აქვს ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ასევე, თბილისის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მაგისტრის წოდებით.  სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: