ჩამოშლილი კლდის აფეთქებით სამუშაოებთან დაკავშირებით სოფელ სარფთან ცენტრალური გზა დროებით დაიკეტება
ჩამოშლილი კლდის აფეთქებით სამუშაოებთან დაკავშირებით სოფელ სარფთან ცენტრალური გზა დროებით დაიკეტება
14 აპრ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზის 119 კმ–ზე (სოფ. სარფთან) ჩამოშლილი გზისპირა კლდის ფერდის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში, აფეთქებით სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც ცენტრალური გზა 15:00 სთ–იდან დაიკეტება. აღნიშნული სამუშაოებისა და გზის გაწმენდის შემდეგ, გზა ავტოტრანსპორტის მოძრაობისათვის დღესვე გაიხსნება.

 შეგახსენებთ, რომ წუხელ გვიან ღამით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზის 119 კმ–ზე (სოფ. სარფთან) არსებული კლდიდან, 2000  კუბური მეტრზე მეტი მოცულების  მიწა–კლდის შვავი ჩამოვიდა, რომელმაც ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ ოპერატიულად განხორციელებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გზაზე მოძრაობა უმოკლეს დროში აღდგა.

ამ დროისათვის,  ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, დაზიანებული უბნის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გზის განაპირა ერთ ზოლზე.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები (სამთო ინჟინრები), რომლებიც  კლდეზე დარჩენილი დაზიანებული კერის აფეთქების გზით ჩამოშლაზე მუშაობენ.

პრობლემურ და მიმდებარე ტერიტორიაზე, საფრთხეების გამოვლენის მიზნით, კვლევით სამუშაოებს აწარმოებენ მოწვეული გეოლოგები. აღნიშნული კვლევის შედეგად კი კლდის ფერდზე ჩასატარებელი შემდგომი პრევენციული ღონისძიებები დაიგეგმება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: