აგარა–ზემო ოსიაურის 7 კმ-იანი მონაკვეთი მაისის ბოლოს გაიხსნება
აგარა–ზემო ოსიაურის 7 კმ-იანი მონაკვეთი მაისის ბოლოს გაიხსნება
14 აპრ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს ახალ რუბრიკას - „ვიდეორეპორტაჟი“ სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებიდან.

ამჯერად, გთავაზობთ ჩქაროსნული გზატკეცილის აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობის ამსახველ ვიდეორგოლს, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატით არის გადაღებული.

ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილის -  12 კილომეტრიანი - აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს  დასრულდება. აღნიშნული გზის  7 კმ-იან მონაკვეთზე კი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობის დასრულება და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია  “Black Sea Group” და ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“ აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105 მლნ. ლარზე მეტია.

აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული  გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო. 

 

იხილეთ ვიდეო >>>>

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: