მომლოცველები და ტურისტები ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძართან განახლებული და კომფორტული გზით მივლენ
მომლოცველები და ტურისტები ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძართან განახლებული და კომფორტული გზით მივლენ
12 აპრ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა, ქალაქ მარტვილში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძართან მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი  VII საუკუნეში აიგო. ტაძართან მისასვლელ გზაზე ერთ დროს არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი მთლიანად დაშლილი იყო.  აღნიშნული მონაკევთის რეაბილიტაციის შედეგად, მომლოცველები და ტურისტები ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძართან განახლებული და კომფორტული გზით მივლენ. ასევე, გაუმჯობესდება ტაძრის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნაგებობებთან მისასვლელი გზაც.

პროექტით გათვალისწინებულია: გზის სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგებობების, ეზოში შესასვლელების, ავტომანქანების გასაჩერებელი მოედნის, კიუვეტებისა და მიერთებების მოწყობა-რეაბილიტაცია. ასევე, საგზაო ნიშნების, ზღუდარების, მიმმართველი ბოძკინტების დამონტაჟება და სავალი ნაწილის მონიშვნა.

ამ დროისათვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის, გაბიონებისა და ბეტონის კიუვეტების მოწყობის სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 441 ათას 470 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: