მდინარე ნოღელაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მდინარე ნოღელაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
08 აპრ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ხერგიანმა მდინარე ნოღელაზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

აღნიშნული ხიდი სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს და ხონი-მათხოჯი-მარტვილის საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილია. სახიდე გადასასვლელი გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა და მწყობრიდან იყო გამოსული.  რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შეკეთდება ხიდის სავალი ნაწილი, გამოიცვლება გამორეცხილის საძირკვლები, მოეწყობა  რკინა–ბეტონის ფილები თვალამრიდებითა და მოაჯირებით, ხიდქვეშა კალაპოტი გაიწმინდება და მოეწყობა  სარეგულაციო ქვაყრილი.

ამ დროისათვის, ხიდის  სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები და დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 422 200 ლარია.  სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: