თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
07 აპრ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 14,7 კმ-იანი მონაკვეთის  სარეაბილიტაციო სამუშაოების  ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გამარჯვებასა და გარდაბანზე გადის და უდიდესი  მნიშვნელობა აქვს როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარის დაგება, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნების, ავტოპავილიონების, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, გვერდულების, კიუვეტების, გაბიონების და საგზაო ნიშნების მოწყობა და ასევე, გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

ამჟამად, გზის გვერდულების და სარეაბილიტაციო მონაკვეთზე არსებული ხიდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2016 წლის ზაფხულში დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 მილიონ 121 ათასი ლარია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: