ქუთაისი-გეგუთის მონაკვეთის მოდერნიზაცია–რეკონსტრუქცია დაიწყო
ქუთაისი-გეგუთის მონაკვეთის მოდერნიზაცია–რეკონსტრუქცია დაიწყო
01 აპრ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ნიკეას ქუჩა–გეგუთის სატრანსპორტო კვანძის 4.1 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა მოინახულა.

სამშენებლო მონაკვეთი ქ. ქუთაისში ნიკეას ქუჩის ბოლოს მდებარე მოედნიდან იწყება და გეგუთში არსებულ სატრანსპორტო კვანძთან სრულდება.

პროექტის შესაბამისად, აშენდება 4 ზოლიანი ბეტონის გზა და 1 რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდი. ამ დროისთვის, მონაკვეთზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული მონაკვეთით სარგებლობენ სოფლები: გეგუთი, პატრიკეთი, საყულია, ოფურჩხეთის მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობა და გეგუთის კოლონიის ადმინისტრაცია, რის გამოც ავტოტრანსპორტის ინტენსივობა საკმაოდ მაღალია.

გეგუთის სატრანსპორტო კვანძს და ნიკეას ქუჩას შორის არსებული მონაკვეთი დაზიანებული იყო და პრაქტიკულად ვერ ატარებდა  გაზრდილ სატრანსპორტო ნაკადს.

ნიკეას ქუჩა–გეგუთის სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (ოთხზოლიან გზად გადაკეთების) სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს მონაკვეთი ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის ახალ ჩქაროსნულ გზას შეუერთდება და მთავარი დამაკავშირებელი კვანძი გახდება ქალაქ ქუთაისთან.

სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 17 მილიონ 777.777 ლარს შეადგენს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: