სოფელ ციცხვართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
სოფელ ციცხვართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
08 მარ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 66-ე კმ-ზე (სოფ.ციცხვარის მიმდებარე ტერიტორია)  ავტოტრანსპორტის მოძრაობა  აღდგენილია.

შეგახსენებთ რომ აღნიშნულ მონაკვეთზე, დღეს დილით, დიდი მოცულობის მიწი-კლდის მასა ჩამოვიდა, რის გამოც ამ დრომდე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: