მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე გარკვეული სახის რეჟიმები მოქმედებს
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე გარკვეული სახის რეჟიმები მოქმედებს
21 თებ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის შედეგად შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამ დროისთვის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმები:

  • თოვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია, ხოლო მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 
  • ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.
  • ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას  იკრძალება მათი გაჩერება.

 

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: