ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად აგარა-ზემო ოსიაურის გზის მშენებლობა გააქტიურდა
ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად აგარა-ზემო ოსიაურის გზის მშენებლობა გააქტიურდა
18 თებ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დიდთოვლობის გამო შეჩერებულ ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკას  აახლებს და  აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო  სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.

გამოდარებასთან ერთად  აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები გააქტიურდა. აღნიშნული მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და მისი ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 12 კმ-იანი 4 ზოლიანი ცემენტობეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა. ასევე, გზის 3,3 კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ, მიმდინარეობს ნაპირდაცვითი ნაგებობის (ქვაყრილისა და რენოლეიბების) მოწყობის სამუშაოები.

ამ დროისათვის, ცემენტ-ბეტონის საფარი დაგებულია 4 ზოლიანი გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე.  დანარჩენ მონაკვეთებზე მიმდინარეობს კომუნიკაციებისა  და გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები.

პროექტის მიხედვით, 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ვადა  27 თვეა.,  7  კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე  დასრულდება და მოძრაობა ახალ, ოთხზოლიან ცემენტ-ბეტონის საფარიან გზაზე გადაერთვება.

სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია  “Black Sea Group” და ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“ აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105,7 მლნ. ლარია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: