საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ასფალტის საფარიანი გზა პირველად იგება
გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ასფალტის საფარიანი გზა პირველად იგება
10 თებ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ლითანიშვილმა  გორი-ქარელის გზის  6 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.   

პროექტი, რომელიც სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება მოიცავს: გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას; რკინაბეტონის კიუვეტებისა და გაბიონების ქვედა საყრდენი კედლების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობას; წყალგამტარი მილებისა და ბეტონის ღარების შეკეთებას. ასევე, გზის შემოფარგვლასა და  ჰორიზონტალურ მონიშვნას.

ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო მონაკვეთის 2 კმ-ზე უკვე დასრულებულია სამუშაოები და გაბიონებისა და კიუვეტების მოწყობა  დარჩენილ  4 კილომეტრზე მიმდინარეობს.

აღნიშნული მონაკვეთი ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე:  ღვლებზე, ქვენაფლავსა და რიეთზე გადის,  სადაც ასფალტ–ბეტონის საფარიანი გზა არასდროს ყოფილა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015  წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 1 მილიონ 744 ათასი ლარია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: