საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება
საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება
29 იან, 2016 00:00:00

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ დროისათვის, მცხეთასტეფანწმინდალარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები: 

  • თოვლის, ძლიერი ყინვისა და ლიპყინულის  გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გადაადგილების რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
  • მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
  • ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას  იკრძალება მათი გაჩერება.

რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს:

  • ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის   გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ157 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
  • ინტენსიური  თოვის  გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.
  • დიდთოვლობის მიერ გამოწვეული  ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ182 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. აღნიშნულ მონაკვეთზე  ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,  ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  კმ100-კმ182 (ლახამურა-კალა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. კმ1-კმ29   (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
  • უხვი ნალექების შედეგად, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის   5-ე კმ-ში მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად ჩაწყდა მიწის ვაკისი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთში იკრძალება ავტროტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადართული იქნას გუმათი-რიონი-ზარათი-ოფურჩხეთი  საავტომობილო გზის გავლით, ხოლო აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.
  • რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: