საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება
საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება
27 იან, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ157 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა     თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ჩოლოქის ხიდი–სარფის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, თუმცა ზვავშაშიშროების რეჟიმი ისევ რჩება გუდაური-კობის მონაკვეთზე, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა; მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი ასევე მოიხსნა გომბორის უღელტეხილზე და   ამ მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმები:  

  • გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  (ზვავსაშიშროების რეჟიმი დაწესებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობის საფუძველზე).
  • არაგვისპირი-გუდაური(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
  • ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას  იკრძალება მათი გაჩერება. მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
  • ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე (გარდა იმ მონაკვეთისა, სადაც ზვავსაშიშროებაა) თავისუფალია. 

დანარჩენ გზებზე არსებული რეჟიმები:

  • ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ157 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა     თავისუფალია.
  • უხვი ნალექების შედეგად, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის   5-ე კმ-ზე მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად ჩაწყდა მიწის ვაკისი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთში იკრძალება ავტროტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადართულია გუმათი-რიონი-ზარათი-ოფურჩხეთი  საავტომობილო გზის გავლით, ხოლო აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.
  • დიდთოვლობის მიერ გამოწვეული  ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ182 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. აღნიშნულ მონაკვეთზე  ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,  ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  კმ100-კმ182 (ლახამურა-კალა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. კმ1-კმ29   (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
  • ინტენსიური  თოვის  გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.
  • რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: