დიდთოვლობის გამო ავტოტრასნპორტის მოძრაობა გართულდა აჭარისა და გურიის რეგიონებში
დიდთოვლობის გამო ავტოტრასნპორტის მოძრაობა გართულდა აჭარისა და გურიის რეგიონებში
26 იან, 2016 00:00:00

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით გართულდა საავტომობილო გზებზე გადაადგილება. განსაკუთრებით  რთულია მდგომარეობა აჭარისა და გურიის რეგიონში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი თოვა პრაქტიკულად არ შეწვეტილა.

აჭარის მიმართულებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბობოყვათიდან ქ.ბათუმის შესასვლელამდე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს:

  • ზვავშაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე;
  • მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: რიკოთისა და ნაქერალას უღელტეხილებზე, თბილისის შემოსავლელ გზაზე, ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე, გომი–საჩხერე–ჭიათურისა და თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის გზებზე;
  • მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული: მლეთა-გუდაურის მონაკვეთსა და გომბორის უღელტეხილზე.

ყველა მიმართულებით, გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უწევენ კოორდინაციას და მონიტორინგს მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: