საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება
საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება
26 იან, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ამ დროისათვის, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,  თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და მთელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა   თავისუფალია.

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა ბობოყვათი–ბათუმის მონაკვეთზე და  ამ მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შეზღუდვა რჩება მხოლოდ ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმები:  

  • გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  (ზვავსაშიშროების რეჟიმი დაწესებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობის საფუძველზე).
  • არაგვისპირი-გუდაური(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
  • მლეთა-გუდაური(ფოსტა) მონაკვეთზე დაწესებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების მოთხოვნის რეჟიმი.
  • ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას  იკრძალება მათი გაჩერება. მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
  • ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე (გარდა იმ მონაკვეთისა, სადაც ზვავსაშიშროებაა) თავისუფალია. 

დანარჩენ გზებზე არსებული რეჟიმები:

  • უხვი ნალექების შედეგად, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის   5-ე კმ-ზე მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად ჩაწყდა მიწის ვაკისი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთში იკრძალება ავტროტრანსპორტის მოძრაობა.ავტოტრანსპორტის ნაკადი გადართულია გუმათი-რიონი-ზარათი-ოფურჩხეთი  საავტომობილო გზის გავლით, ხოლო აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.
  • რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, ნამქერები და ლიპყინული) გამო, გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის კმ24–კმ45 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
  • ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ93–კმ160 მონაკვეთზე (ჩალაუბანი–აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარისა და ნამქერების) გამო, თბილისის შემოსავლელი გზის კმ14-კმ31 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,  ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა   თავისუფალია.
  • ინტენსიური თოვის, ძლიერი ყინვისა და ლიპყინულის  გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის  საავტომობილო გზის    კმ 36-კმ 58 (ვერონა-შუამთა)  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის  დანარჩენ  მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  თავისუფალია.
  • დიდთოვლობის მიერ გამოწვეული  ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ182 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. აღნიშნულ მონაკვეთზე  ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,  ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  კმ100-კმ182 (ლახამურა-კალა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. კმ1-კმ29   (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
  • ინტენსიური  თოვის  გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.
  • რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: