გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა
გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა
25 იან, 2016 00:00:00

ქვეყნის მასშტაბით, საავტომობილო გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ გასვიანმა პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციაზე მედიას  ამ დროისათვის საავტომობილო გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ქვეყნის მასშტაბით გართულდა საავტომობილო გზებზე გადაადგილება. დღეს, განსაკუთრებით გაძლიერდა თოვა აჭარაში, გურიასა და კახეთში.

ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 100–მდე საყრდენი პუნქტი, სადაც მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები ადამიანური რესურსებით, ტექნიკითა და ტექნიკური მარილის მარაგით.

გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უწევენ კოორდინაციას და მონიტორინგს მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს.

ამ დროისათვის, ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გზებზე გადაადგილება ხორციელდება სპეციალური რეჟიმებით:

  • ზვავშაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე;
  • მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: რიკოთის უღელტეხილზე, ნაქერალას უღელტეხილზე, თბილისის შემოსავლელ გზაზე და ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე;
  • მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული: მლეთა-გუდაურის მონაკვეთსა და გომბორის უღელტეხილზე.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოვუწოდებთ, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: