ავტოტრანსპორტის მოძრაობა მდინარე ჩხარაზე ახლადაშენებულ ხიდზე გადაერთო
ავტოტრანსპორტის მოძრაობა მდინარე ჩხარაზე ახლადაშენებულ ხიდზე გადაერთო
21 იან, 2016 00:00:00

E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, მდინარე ჩხარაზე ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა და  ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ხიდზე გადაერთო.  

ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალ ხიდზე გადართვა სრულად მოაგვარებს პრობლემას, რომელიც თბილისი–სენაკი–ლესელიძის 206–ე კილომეტრზე, მდინარის ადიდებისას დროებით გზაზე იქმნებოდა ხოლმე.  

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში,  15.2 კილომეტრიან მონაკვეთზე აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ–ბეტონის გზა, 9 პარალელური ხიდი, 1 გზაგამტარი 2 სატრანსპორტო კვანძი, 5 საფეხმავლო გადასასვლელი ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინაბეტონის წყალგამტარი მილები. შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო მონაკვეთზე 5 კმ-მდე მანძილზე,  ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ცალი მიმართულებით, ახალ გზაზე გადაერთო.

პროექტის ღირებულება 71.1 მილიონ ლარსა და 22.1 მილიონ ევროს შეადგენს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: