თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
10 იან, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე (თეჯოლასთან ახლოს), ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე გადაერთო.

აღნიშნული მონაკვეთი დროებითი  შემოვლითი  გზის ფუნქციას ასრულებდა და მდინარე ჩხარას ადიდების შედეგად  დაზიანდა, ამ დრომდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე იყო გარადთული.

დროებითი გზის პარალელურად, ზესტაფონი-ქუთაისის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში, ხიდის მშენებლობა დასრულების სტადიაშია  და მასზე მოძრაობა 10 დღეში გახდება შესაძლებელი. შესაბამისად,  მშენებლობის საბოლოოდ დასრულებამდე, სტიქიის განმეორების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის ნაკადები ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის შემოვლითი გზის ნაცვლად ახალ ხიდზე გადაირთვება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: