ზვავსაშიშროების გამო გუდაურისკენ მგზავრობა აკრძალულია
ზვავსაშიშროების გამო გუდაურისკენ მგზავრობა აკრძალულია
08 იან, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა–კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო,  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

წინასწარი ინფორმაციით, მლეთა–გუდაურის გზაზე რამდენიმე ზვავია ჩამოსული. სრული ინფორმაცია ჩამოსული ზვავების შესახებ მხოლოდ ზვავსაშიშროების მოხსნის შემდეგ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე დადგინდება. ზვავების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული შესასრულებელი გაწმენდითი სამუშაოების მასშტაბები და გზის გახსნის დრო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული და ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყებენ გზის გაწმენდით სამუშაოებს. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: