სოფელ იმირში მდინარე ხრამზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
სოფელ იმირში მდინარე ხრამზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
26 დეკ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე, სოფელ იმირში, მდ. ხრამზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულებულია. რეაბილიტირებული ხიდი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში ხიმინჯებით გამაგრდა ხიდზე არსებული და განაპირა ბურჯები, განახლდა ხიდის სავალი ნაწილი,  ტროტუარები და მოაჯირები; გზა მოინიშნა და შემოიფარგლა.

პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიონ 900 ათასი ლარია,  სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოებზე 60 ადამიანი იყო დასაქმებული. ხიდის რეაბილიტაცია  „GEORGIAN BRIDGE CONSTRUCTION” განახორციელა. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: