მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულებულია
მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულებულია
21 დეკ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში ქ. ბათუმში მდ.ყოროლისწყლის მარჯვენა სანაპიროს გამაგრებითი სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.

მდ. ყოროლისწყლის მარჯვენა ნაპირი, რომელიც ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების დროს ინტენსიურად ირეცხებოდა. გამორეცხვების შედეგად დაზიანდა  დასახლებასთან დამაკავშირებელი გზა და რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთი. აღნიშნული პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, დაზიანების საშიშროება ექმნებოდა მდინარის კალაპოტის მიმდებარე საცხოვრებელ სახლებსაც.

სტიქიის პრევენციის მიზნით, გატარდა შესაბამისი ნაპირგამაგრებითი ღონისძიებები. კერძოდ, მდინარის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ, 250 მეტრის სიგრძეზე მოეწყო ქვის გაბიონის 4 იარუსიანი დამცავი კედელი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას სეზონური უხვნალექიანობისათვის დამახასიათებელი პრობლემებისაგან დაიცავს.

ნაპირგამაგრებითი სამუშაოების ღირებულებამ 329.6 ათასი ლარი შეადგინა. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: