ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
11 დეკ, 2015 00:00:00

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავნის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ძველი სახელწოდებით ტიკმანტაჟის უღელტეხილი), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

აღნიშნულ გზაზე მოძრაობა ძლიერი ყინვის, ქარბუქის, უხვი ნამქერისა და შეზღუდული ხილვადობის გამო  იყო დაკეტილი.

აღსანიშნავია, რომ ფარავნის უღელტეხილი ზამთარში უმკაცრესი კლიმატით ხასიათდება. ხშირად, ერთდროულად არის დიდთოვლობაც, ძლიერი ყინვაც და ქარბუქიც. ამ დროს: გზის გაწმენდითი სამუშაოები არ არის ეფექტური, რადგან რამდენიმე წუთში ქარბუქისაგან მოტანილი ნამქერი ისევ ავსებს გზის სავალ ნაწილს; არ ჩანს გზა, რის გამოც შეუძლებელია მიმართულების განსაზღვრა და გადაადგილება; მიმდებარედ არ არის დასახლებული პუნქტები და აქ ჩარჩენის შემთხვევაში, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ამინდის გაუარესებასთან ერთად, მოქალაქეების სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზის ფარავნის საუღელტეხილო მონაკვეთი იკეტება და ამინდის გაუმჯობესების გრძელვადიან პროგნოზამდე ნინოწმინდის მიმართულებით მოძრაობა ხორციელდება  ხაშური-ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: