საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის ჯილდო გადაეცა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის ჯილდო გადაეცა
11 დეკ, 2015 00:00:00

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) და ფონდმა "ღია საზოგადოება – საქართველომ“ სასტუმრო თბილისი მერიოტში 2010-2015 წლებში საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიებაზე  ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები დასახელდა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, 2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, სპეციალური ჯილდო გადაეცა და ერთ-ერთ ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა.

IDFI-ს სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის გდაეცა ყველა იმ უწყებას, რომლებმაც პროექტის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს. დასახელდა ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებებიც. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით კვლევა ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას და სრულ წარმოდგენას ქმნის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით.

ფოტო მასალა
ვიდეო გალერეა

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: