საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება
08 დეკ, 2015 00:00:00

5 დეკემბერს, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა “ბიზნესკურიერში” ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში კერძო საკუთრების შესყიდვის პროცესით უკმაყოფილო მოქალაქის ლამარა შაინიძის ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა სიუჟეტი, სადაც აღნიშნული  საკითხი  სუბიექტურად იყო წარმოდგენილი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნულ განცხადებას საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით აქვეყნებს.

ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის სამუშაოების პროცესში დეპარტამენტში შემოვიდა მშენებარე გზის საზღვრებს გარეთ მიწის ნაკვეთების მესაკუთრის ლამარა შაინიძის განცხადება, რომელშიც იგი აპროტესტებდა დეპარტამენტის მიერ შეთავაზებულ თანხას 118 000 (ასთვრამეტი ათას) ლარს და მოითხოვდა ხელახალი აუდიტის ჩატარებას.

მოქალაქის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული ხელახალი გადაფასების შემდეგ, დამოუკიდებელი აუდიტის მიერ განსაზღვრულმა ღირებულებამ -  85 500 (ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი შეადგინა, რაც უფრო მიუღებელი აღმოჩნდა ქალბატონი ლამარასათვის.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საკითხზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, მაღალი საზოგადოებრივი საჭიროებითა და ეკონომიკური მნიშვნელობით გამორჩეული ინფრასტრუქტურული პროექტის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით,  საქართევლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იძულებული გახდა შეეცვალა პროექტი.

ახალი პროექტით საჭირო აღარ გახდა  აღნიშნული მიწის გამოსყიდვა. მიმდებარე მოსახლეობის დაცვისა და გზის  ფერდის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, აშენდა ყრილის დამჭერი  ბეტონის კედელი.

ამ ეტაპზე, ქალბატონი ლამარა აცხადებს, რომ გზის მშენებლობა ზიანს აყენებს მის საცხოვრებელ სახლს, ასევე, ეკოლოგიური თვალსაზრისით, შეუძლებელია ამ ტერიტორიაზე ცხოვრება.

აღნიშნულ საკითხს, დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს იკვლევს. მას შემდეგ, რაც დადგინდება აყენებს თუ არა ზიანს გზასთან დაკავშირებული ვიბრაცია მოქალაქის სამოსახლოს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: