საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება
საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება
03 დეკ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წუხელ საქართველოს ყველა მაღალმთიან რეგიონში ძლიერი თოვა იყო. მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, გომბორის უღელტეხილზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზაზე. რის შედეგადაც, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყველა ამ მიმართულებაზე შენარჩუნებულია. მოძრაობა აკრძალულია მხოლოდ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გუდაური–კობის მონაკვეთზე, სადაც ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა.  აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია როგორც მოძრაობა ასევე გაწმენდითი სამუშაოების წარმოება. ზვავსაშიშროების მოხსნასთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაიწყებს გაწმენდით სამუშაოებს რათა უმოკლეს დროში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე გზის მლეთა-გუდაურის და კობი–ლარსის მონაკვეთებზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო,  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.

ფოტო მასალა
ვიდეო გალერეა

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: