დმანისი–დმანისი–გომარეთი–ბედიანის საავტომობილო გზის 8.4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დმანისი–დმანისი–გომარეთი–ბედიანის საავტომობილო გზის 8.4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
28 ნოე, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში დიდი დმანისი–დმანისი–გომარეთი–ბედიანის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დიდი დმანისი–დმანისი–გომარეთი–ბედიანის საავტომობილო გზის 8,4 კილომეტრიანი მონაკვეთზე, ამ დროისათვის გზის საფუძვლის მოწყობისა და ასფალტ–ბეტონის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ–ბეტონის საფარის, მწყალგამტარი მილების, კიუვეტებისა და გაბიონების მოწყობას. განხორციელდება მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, გზის შემოფარგვლის, საგზაო ნიშნების მონტაჟისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდ. შუახრამზე არსებულ ხიდს და მდ. ახაზე  აშენდება ერთი ახალი სახიდე გადასასვლელი.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და გაივლის სოფლებს: ყარაბულახი, ახასა, ველისპირი და განახლება.

აღნიშნულ მონაკვეთს 30 წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია, გზა ძლიერ დაზიანებული იყო და ასფალტ–ბეტონის საფარი მხლოდ ფრაგმენტულად ჰქონდა შემორჩენილი.

გზის რეაბილიტაციის შედეგად დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლები და ტურისტები ისარგებლებენ განახლებული და კომფორტული გზით.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 149 ათასი ლარია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: