განცხადება საჯარო განხილვის შესახებ
განცხადება საჯარო განხილვის შესახებ
20 ნოე, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2015 წლის 27 ნოემბერს, 14:00 საათზე, ქ. თბილისში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შენობაში (მის: ალ. ყაზბეგის გამზ. №12) განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტის ,,შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის“ (SRAMP) საჯარო განხილვა გაიმართება. შეხვედრის მიზანია დაგეგმილი სამუშაოების ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის და აღნიშნული საკითხით  დაინტერესებული პირების ინფორმირება.

საზოგადოების წარმომადგენლებს, დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.georoad.ge

გთხოვთ, წერილობითი შენიშვნები და კომენტარები მიაწოდოთ ქვემოთ მითითებულ პირებს:

მარიამ ბეგიაშვილი 

მობ.: 577 74 40 88; ელ. ფოსტა: mbegiashvili2@gmail.com;     

მაია ვაშაკიძე

მობ.:  593 32 30 77; ელ. ფოსტა: maya_vashakidze@yahoo.co.uk
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: