თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
18 ნოე, 2015 00:00:00

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის 206 - ე კილომეტრზე (თერჯოლას მიმდებარე ტერიტორია) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე გადაერთო.

რამდენიმე დღის წინ განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა მდინარე ჩხარას ადიდება გამოიწვია და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე საგზაო მონაკვეთი სამჯერ დააზიანა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მდინარის კალაპოტის გაწმენდისა და გზის აღდგენის სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებდნენ, რის შედეგადაც, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის აღდგენა ამინდის გაუმჯობესებისთანავე მოხერხდა.
ფოტო მასალა
ვიდეო გალერეა

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: