ხულოს მუნიციპალიტეტში მთის ჩამოშლის გამო გზა დაიკეტა
ხულოს მუნიციპალიტეტში მთის ჩამოშლის გამო გზა დაიკეტა
17 ნოე, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე (ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია), გზის მიმდებარე ფერდიდან დიდი რაოდენობით მიწა-კლდისა და ლოდების მასა ჩამოწვა, რის გამოც ამ მიმართულებით მოძრაობა დაიკეტა.

ამ დროისათვის, ხულომდე მოძრაობა თავისუფალია, ხოლო, ხულოდან 5 კმ-ის ზემოთ გადაადგილება და 4 სოფელთან დაკავშირება შეუძლებელია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ ადგილზე მძიმე ტექნიკა მობილიზებულია, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.

ფოტო მასალა
ვიდეო გალერეა

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: