ბრიფინგი ნოემბრის თვეში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით
ბრიფინგი ნოემბრის თვეში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით
17 ნოე, 2015 00:00:00
ბოლო დღეებში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ბრიფინგი გამართა. ნოემბრის თვეში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა საქართველოს არაერთი რეგიონი დააზარალა. პრობლემები შეექმნა როგორც მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს, ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველოს გზებსა და ხიდებს. განსაკუთრებით დაზიანდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთი, მათ შორის თერჯოლის გადასახვევთან 206-ე კმ-ზე მდებარე მონაკვეთი (მდ. ჩხარამ ორჯერ დააზიანა დროებითი გზა, რომელიც აღდგენის შემდეგ კვლავ დაიკეტა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები), სადაც ამჟამად მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათის გზის ქუთაისის მიმართულებაზე. სტიქიამ პრობლემები შეუქმნა შიდასახელმწიფოებრივ გზებსაც, მათ შორის: ნოქალაქევი-ბანძა-ხონის, ქუთაისი-ბაღდათის, ძირულა-ხარაგაულის, გომი-საჩხერე-ჭიათურის საგზაო მონაკვეთებზე. უხვი ნალექების გამო მეწყრული მოვლენები განვითარდა ბაღდათი-საირმის, წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის, ქედა-ხულოს, ქუთაისის-ტყიბულის, ხაიში-მესტიის, ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე. დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო პრობლემები შეიქმნა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის, ვაზიანი-გომბორი-თელავის, ტყიბული-ამბროლაურის, თბილისი-თიანეთის, ბორჯომი-ბაკურიანის, ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, სადაც გზა გაწმენდილია და დაყრილია ტექნიკური მარილი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები დასაწყისშივე ჩაერთვნენ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში და უწყვეტ რეჟიმში იღებდნენ შესაბამის ზომებს, როგორც გზის გაწმენდის, ასევე, საავტომობილო გზის აღდგენის და სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტომანქანების გამოყვანის თვალსაზრისით.
ფოტო მასალა
ვიდეო გალერეა

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: