წერეთელი-მირზოევკა-მუღანლო-ქესალოს გზის რეაბილიტაცია სრულდება
წერეთელი-მირზოევკა-მუღანლო-ქესალოს გზის რეაბილიტაცია სრულდება
17 ნოე, 2015 00:00:00

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წერეთელი-მირზოევკა-მუღანლო-ქესალოს საავტომობილო გზის 8,9 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების სტადიაშია.

აღნიშნული გზა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზასთან და ერთმანეთთან აკავშირებს მარნეულსა და მის მიმდებარე სოფლებს: დიდ მუღანლოს, ლეჟბადინსა და ქესალოს.

პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი; მოწესრიგდა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები; მოეწყო: ადგილობრივ გზებთან მიერთებები, კიუვეტები, საორიენტაციო ბოძკინტები, დამცავი პარაპეტები და საგზაო ნიშნები.  ამ დროისათვის, მიმდინარეობს ბეტონის ღია ღარების მოწყობა.

სარეაბილიტაციო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი თითქმის არ იყო შემორჩენილი. გარკვეული მონაკვეთები კი ისე იყო ამორტიზებული, რომ გზის სავალ ნაწილზე ზედაპირული წყლები მიედინებოდა.

ქვემო ქართლის აღნიშნული დასახლებული პუნქტები უხვი მოსავლით გამოირჩევა და როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გადასაზიდად, ასევე, სხვა კომუნიკაციისათვის  დიდი მნიშვნელობა აქვს აღნიშნული გზის ტექნიკურ მდგომარეობას.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 750 000 ათასი ლარია.
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: