განმეორებითი სტიქია ცენტრალურ მაგისტრალზე
განმეორებითი სტიქია ცენტრალურ მაგისტრალზე
16 ნოე, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 15 ნოემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა განმეორებითი სტიქია გამოიწვია და  საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, საგზაო მონაკვეთი დააზიანა. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დაიკეტა.

ამ დროისათვის, მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინაციით, უკვე დაიწყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: