მდინარე ჩხერიმელამ ხარაგაულთან გზა დააზიანა
მდინარე ჩხერიმელამ ხარაგაულთან გზა დააზიანა
13 ნოე, 2015 00:00:00

ძირულა-ხარაგაული-მოლით-ფონა-ჩუმათელეთის გზის 24-ე კილომეტრზე, სოფელ მარელისთან გზის ქვედა საყრდენი რკინა-ბეტონის კედელი მდინარე ჩხერიმელამ გამორეცხა, რასაც კედლის დეფორმაცია, გზის ნაწილის ჩაწყვეტა და შევიწროება მოჰყვა. ადგილზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობენ. მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, შემოიფარგლა გზის დაზიანებული მონაკვეთი. ამ დრომდე შენარჩუნებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ ზოლზე. დილიდან რკინა-ბეტონის ფილებით ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: