ცენტრალურ მაგისტრალზე აღდგენით სამუშაოებს გადაუღებელი წვიმა აფერხებს
ცენტრალურ მაგისტრალზე აღდგენით სამუშაოებს გადაუღებელი წვიმა აფერხებს
13 ნოე, 2015 00:00:00

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, ინტენსიური წვიმების შედეგად მდინარე ჩხარას ადიდების გამო დაზიანებულ საგზაო მონაკვეთზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინაციით, აღდგენითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა, აღნიშნულ სამუშაოებს გადაუღებელი წვიმა აფერხებს.

ამ დროისათვის,  მდინარის კალაპოტი  ისევ ადიდებულია და ინტენსიურად წვიმს, მაგრამ შედუღაბებისა და კონსტრუქციების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ავტოტორანსპორტის მოძრაობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში იქნას აღდგენილი.

ამჟამად მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ფოტო მასალა
ვიდეო გალერეა

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: