ქალაქ სენაკის შესასვლელთან სტიქიამ გზა დააზიანა
ქალაქ სენაკის შესასვლელთან სტიქიამ გზა დააზიანა
13 ნოე, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის 293-ე კილომეტრზე (ქ. სენაკში შესასვლელთან), ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებულმა წყალმა გამორეცხა დროებითი შემოსავლელი გზა, რომელიც არსებული მილ–ხიდის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით იყო მოწყობილი. დაზიანდა იქვე გამავალი ცენტრალური მაგისტრალის ნაწილიც.

უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და გადაერთო ქ. სენაკში გამავალ საავტომობილო გზაზე.

ამ დროისათვის, სტიქიით დაზიანებულ ობიექტზე მუშაობენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც სწავლობენ შექმნილ ვითარებას, რათა წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყონ გზის აღდგენის სამუშაოები.

დაწესებული რეჟიმით მოძრაობა განხორცილდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: