ცენტრალურ მაგისტრალზე განმეორებითმა სტიქიამ აღდგენითი სამუშაოები შეაფერხა
ცენტრალურ მაგისტრალზე განმეორებითმა სტიქიამ აღდგენითი სამუშაოები შეაფერხა
13 ნოე, 2015 00:00:00

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, ინტენსიური წვიმების შედეგად მდინარე ჩხარას ადიდების გამო დაზიანებულ საგზაო მონაკვეთზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინაციით, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა  სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.

გამთენიისას, ინტენსიური წვიმის ფონზე, მდინარე ჩხარა ისევ ადიდდა და დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები შეაფერხა. კერძოდ, ღამის განმავლობაში ჩალაგებული წყალგამტარი მილების წალეკვის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი გახდა მათი დემონტაჟი, შეფერხდა შედუღაბების სამუშაოებიც. თავიდან გადაირეცხა და დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია.

დილიდან დაიწყო განმეორებითი სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოებიც განახლდა. კერძოდ, იწმინდება მდინარის კალაპოტი  და თავიდან ეწყობა წყალგამტარი მილები. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ავტოტრანსპორტის მოძრაობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში იქნება აღდგენილი.

ამ დროისათვის, მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ფოტო მასალა
ვიდეო გალერეა

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: