რიკოთის უღელტეხილზე ცენტრალური გზის მონაკვეთები შეკეთდა
რიკოთის უღელტეხილზე ცენტრალური გზის მონაკვეთები შეკეთდა
10 ნოე, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში გთავაზობთ  რიკოთის უღელტეხილზე რეაბილიტირებული საგზაო მონაკვეთების ამსახველ ფოტომასალას.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ( სოფელ შროშისა და შორაპნის ტერიტორიაზე ) პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში განახლდა გზის საფარი, შეკეთდა არსებული წყალგამტარი მილები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები,  გაბიონები, გზის გვერდულები, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები; დამონტაჟდა საგზაო ნიშნები. 

აღნიშნული გზის გამართულ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობისათვის.

პროექტი, რომლის ღირებულება 1 785 000 ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოებზე 250 ადამიანი იყო დასაქმებული.
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: