საავტომობილო გზების დეპარტამენტი
Noname
Noname
08 ნოე, 2015 11:19:00

E-60 ჩქაროსნული გზატკეცილის ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ბოლო ეტაპის გეგმიური სამუშაოების შესრულების მიზნით, მიმდინარე წლის 8 ნოემბრის ღამის 23:00 სთ-დან 14 ნოემბრის დილის 08:00 სთ-მდე  აღნიშნულ გზაზე დროებით იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძველ მიმართულებაზე ქ. ქუთაისის გავლით.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეგულირება განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან №2018-2392244 29.10.2015წ. წერილით შეთანხმებული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: