ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზა გეგმიური სამუშაოების გამო 5 დღით დაიკეტება
ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზა გეგმიური სამუშაოების გამო 5 დღით დაიკეტება
05 ნოე, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ E-60 ჩქაროსნული გზატკეცილის ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ბოლო ეტაპის გეგმიური სამუშაოების შესრულების მიზნით, მიმდინარე წლის 8 ნოემბრის 23:00 სთ-დან 14 ნოემბრის 08:00 სთ-მდე ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზა დროებით დაიკეტება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის  საავტომობილო გზის ძველ მიმართულებაზე ქალაქ ქუთაისის გავლით.

მოძრაობის რეგულირება განხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული დროებითი მოძრაობის  სქემის შესაბამისად. 

ფოტო მასალა
ვიდეო გალერეა

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: