საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ქობულეთის შემოვლით გზაზე საავტომობილო გვირაბი ავსტრიული მეთოდით შენდება
ქობულეთის შემოვლით გზაზე საავტომობილო გვირაბი ავსტრიული მეთოდით შენდება
03 ნოე, 2015 00:00:00

ქობულეთის შემოვლით გზაზე 295 მეტრიანი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა ახალი ავსტრიული მეთოდით მიმდინარეობს, რაც გვირაბის მშენებლობას ოპტიმალური სამაგრის შერჩევით ითვალისწინებს. სუსტი გრუნტის შემთხვევაში, ახალი ავსტრიული მეთოდის გამოყენებით, ხდება დროებითი სამაგრების მოწყობა, რომელიც ზუსტად აჩვენებს დეფორმაციის კუთხეებს და შესაძლებლობას იძლევა  საბოლოო სამაგრების მშენებლობამდე მოხდეს კორექტირება. ეს მეთოდი მსოფლიოს მრავალ, განვითარებულ ქვეყანაშია აპრობირებული. 

საავტომობილო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ლითანიშვილმა მოინახულა.

ქობულეთის შემოვლითი გზის მე–2 ლოტზე სულ 2 გვირაბი აშენდება. ამ ეტაპზე, პირველი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად, 18 კილომეტრიან მონაკვეთზე დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 15 ხიდის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი  ღირებულება 209 მილიონი ლარია.
ფოტო მასალა
ვიდეო გალერეა

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: