აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდება
აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდება
27 ოქტ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში, გთავაზობთ აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფოტოქრონიკას.

აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზის 12 (კმ1–კმ4; კმ9–კმ16) კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზას 40 წელია რეაბილიტაცია არ ჩატარებია და აქ ოდესღაც არსებული ასფალტის საფარისაგან თითქმის არაფერი იყო დარჩენილი. მოსახლეობა ამორტიზებული გზის ნაცვლად, მინდვრების გავლით გადაადგილდებოდა. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი; მოეწყო გზის საყრდენი კედლები და  გვერდულები. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნულ გზაზე  არსებული ხიდის რეაბილიტაცია, ასევე, ბეტონის კიუვეტებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული გზა  ერთმანეთთან 5 სოფელს აკავშირებს და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის პირობით ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიდის. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება კონტრაქტით განსაზღვრულ ვადაზე ადრე - 2016 წლის ნაცვლად, მიმდინარე წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

პროექტის ღირებულება 5 მილიონ 194 ათას ლარს შეადგენს და მსოფლიო ბანკის კრედიტის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოებზე 90 ადამიანი დასაქმდა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: