ხაშური–ბორჯომის გზაზე კლდოვანი ფერდები სახიფათო ლოდებისგან გაიწმინდა
ხაშური–ბორჯომის გზაზე კლდოვანი ფერდები სახიფათო ლოდებისგან გაიწმინდა
26 ოქტ, 2015 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში, გთავაზობთ სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, გზის მიმდებარე კლდეებიდან ლოდების ჩამოწმენდის სამუშაოების ფოტოქრონიკას.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ქვეყნის ძირითად მაგისტრალებზე გზის ზედა კლდოვანი ფერდების ჩამოწმენდის სამუშაოები გრძელდება.
ქვათაცვენის პრევენციის მიზნით, სამუშაოები სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის ხაშური–ბორჯომის მონაკვეთზე განხორციელდა. გზის მიმდებარე კლდეები (სულ 7000 კვადრატული მეტრი ტერიტორია) გაიწმინდა ჩამოცვენის საფრთხის შემცველი ლოდებისაგან. აღნიშნული სამუშაოები პროფესიონალმა მთამსვლელებმა განახორციელეს.
ინტერაქტიული რუკა