Noname
Noname
21 ოქტ, 2015 10:52:00

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88 კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში (თბილისი-ხაშურის მიმართულება) გაწმენდითი და ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 22 ოქტომბრის დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, აღნიშნულ (მარჯვენა) გვირაბში იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თბილისი-ხაშურის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი იმოძრავებს მარცხენა გვირაბის გავლით, ხოლო ხაშური-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაერთვება გვირაბების შემოსავლელ გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 19 ოქტომბრის (#20/8-2294262) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: