Noname
Noname
19 ოქტ, 2015 17:52:00

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში (ხაშური-თბილისის მიმართულება) გაწმენდითი და ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, აღნიშნულ (მარცხენა) გვირაბში იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხაშური-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება  გვირაბების შემოსავლელ გზაზე, ხოლო თბილისი-ხაშურის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს არსებულ რეჟიმში, მარჯვენა გვირაბის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 19 ოქტომბრის (#20/8-2294262) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: