Noname
Noname
19 ოქტ, 2015 17:49:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურის სეზონური ცვალებადობის (კლების) გამო, მდ. დევდორაკის ხეობაში სტიქიური მოვლენის განვითარების საშიშროების ალბათობა შემცირებულია, რის გამოც 2015 წლის 20 ოქტომბრიდან მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 მონაკვეთში (დარიალის  ხეობა), გაუჩერებლად გავლის რეჟიმში დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: