მლაშე–მოხე–დერცელის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
მლაშე–მოხე–დერცელის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
19 ოქტ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში, გთავაზობთ მლაშე–მოხე–დერცელის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობის ფოტოქრონიკას.

ადგილობრივი მნიშვნელობის მლაშე–მოხე–დერცელის საავტომობილო გზის 11.3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს: გზის სავალი ნაწილის რეციკლირებას და ახალი საფარის მოწყობას, მონაკვეთზე არსებული ხიდის რეაბილიტაციას. ასევე,  წყალგამტარი მილების, გზის საყრდენი კედლების, გვერდულების, კიუვეტების, გაბიონების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, საგზაო ნიშნების, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს. 

ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე  მიწის (ფერდობების ჩამოწმენდის), ხელოვნური ნაგებობებისა და გაბიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასფალტ–ბეტონის საფარი დაგებულია გზის 6 კილომეტრიან მონაკვეთზე. პროექტის ფარგლებში შესრულებულია სამუშაოების 52,2%.

აღნიშნული გზა სოფლებს: მლაშეს, მოხეს, დერცელსა და ჭეჭლას რაიონულ ცენტრთან – ადიგენთან აკავშირებს.

სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის III პროექტის (SLRP III) ფარგლებში მიმდინარეობს და მისი ღირებულება 6 მილიონ 428 ათასი ლარია. სამუშაოები 2016 წლის ზაფხულში დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: