ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბნის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდება
ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბნის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდება
16 ოქტ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბნის საავტომობილო გზის 5.7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ვადაზე ადრე დაასრულებს.

პროექტი მოიცავს: გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას; წყალგამტარი მილების, გზის საყრდენი კედლების, გვერდულების, კიუვეტების, გაბიონების, საგზაო ნიშნების მოწყობასა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს. 

ამ დროისათვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე დაგებულია. მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების   მოწყობისა და ბოლო ეტაპის სხვა სამუშაოები.

აღნიშნული გზა, რომელზეც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა,  ერთმანეთთან და ცენტრალურ მაგისტრალთან 4 სოფელს ( ახალქალაქი, ახალციხე, ნოსტე და მთიულთუბანი ) აკავშირებს.  სწორედ ამ მაღალი სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე,  მის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

საგზაო სამუშაოები  მსოფლიო ბანკის „შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის მესამე პროექტის (SLRP-III)” ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 46 ათას 700 ლარია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: