Noname
Noname
15 ოქტ, 2015 21:01:00

18 ოქტომბერს ჩაქვი-ქობულეთის ავტომატისტრალის მე–18 კილომეტრზე მდებარე ლითონის გზაგამტარ ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამუშაოებთან დაკავშირებით 07:00 საათიდან 19:00 საათამდე   საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შემოვლითი გზის გამოყენებით, კერძოდ: სატრანსპორტო ნაკადების შემოვლით გზაზე გადართვა განხორციელდება ბათუმიდან ქობულეთის მიმართულებით, სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზის 83–ე კმ–ზე (სოფ. ციხისძირში), ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით, სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზის 74–ე კმ–ზე (მდ. კინტრიშის ხიდთან არსებულ სარკინიგზო გადასასვლელთან).

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: