ფოტორეპორტაჟი აგარა-ზემო ოსიაურის მშენებარე მონაკვეთიდან
ფოტორეპორტაჟი აგარა-ზემო ოსიაურის მშენებარე მონაკვეთიდან
15 ოქტ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში, გთავაზობთ ჩქაროსნული გზატკეცილის აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობის მიმდინარეობის ფოტოქრონიკას.

აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია.

პროექტის მიხედვით, 12–კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ვადა  2 წელია, საიდანაც  6 კილომეტრზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე  დასრულდება. ამის შემდეგ მოძრაობა ახალ, ოთხზოლიან ცემენტ-ბეტონის საფარიან გზაზე გადაირთვება.

ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფუძვლის მოწყობისა და ხელოვნური ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია  “Black Sea Group” და ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“ აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105 მლნ. ლარზე მეტია.

აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული  გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო. 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: