კახეთში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამუშაოები განხორციელდა
კახეთში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამუშაოები განხორციელდა
10 ოქტ, 2015 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მიმდინარე (III ეტაპი) სამუშაოებს გაეცნენ, რომელიც კახეთის რეგიონში, რიგ  საგზაო მონაკვეთზე, მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, წრიული მოძრაობა მოეწყო ოთხ საავტომობილო გზაზე, კერძოდ: თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის; დავით გარეჯის მონასტერთან მისასვლელ; სასადილო–სიონისა და  ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზებზე.

თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე სოფ. სართიჭალაში, წრიულ მოძრაობასთან ერთად, სავალ ნაწილზე მოეწყო ვიბრობარიერული ზოლები, ხოლო სოფ. მანავის საჯარო სკოლასთან  - დამცავი ბარიერები.

აღნიშნული ღონისძიებები რეგიონის საავტომობილო გზებზე, განსაკუთრებით კი დასახლებულ პუნქტებზე გამავალ გზებზე, ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: